სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება”

27 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

“ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება”

პარტია “თავისუფალი საქართველოს” აქციას საგზაო დეპარტამენტი გამოეხმაურა. დეპარტამენტმა გუგუნავას ქუჩაზე დაწყებული სამუშაოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და სამუშაოების შეფერხება ცუდი ამინდებით ახსნა.

“ქუთაისში ს. გუგუნავას 2 კმ-იანი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის, ბორდიურების, ტროტუარებისა და გზის საფუძვლის მომზადების სამუშაოები ხორციელდება. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შეფერხება მხოლოდ უამინდობის პირობებში ხდება.
პროექტის შესაბამისად, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.
გუგუნავას ქუჩა ქუთისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩაა და რეაბილიტაციის შემდეგ, გზით მოსარგებლეებს და ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილება განახლებული და კომფორტული გზით შეეძლებათ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 138 874 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება”–ნათქვამია განცხადებაში.

ქუჩაზე აქცია გოგი წულაიამ გამართა.

“სხვის სექსზე საუბარს, ჯობია, საქმეს მიხედოთ!”- გოგი წულაია ქუთაისში გაჭიანურებულ სამუშაოებს აპროტესტებს