29 ივლისს, დილის 8 სთ-დან, ზ. გამსახურდიას ქუჩის კვეთიდან, სულხან-საბას ქუჩის კვეთამდე, გზის საფარის აღდგენის სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება აიკრძლება.
ოფიციალური ინფორმაციით, აკრძალვა 30 ივლისის საღამომდე იმოქმედებს.
მსუბუქი ავტომობილები მოძრაობას მოსწავლე ახალგაზრდობის პარკიდან გუგუნავას ქუჩის გავლით, სულხან-საბას ქუჩამდე შეძლებენ. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვა იმოქმედებს სატვირთო ავტომობილებზე.
შეგახსენებთ, გუგუნავას ქუჩის რეაბილიტაციას საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.