სოკოთი ინტოქსიკაციის შედეგად ლენტეხის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანი დაიღუპა, 2 მოწამლული კი ქუთაისში გადმოიყვანეს.
76-ისა და 67 წლის პაციენტები მძიმე მდგომარეობაში ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფებიან.
საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის დავით ჯანაშიას ინფორმაციით, 2 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
“ერთი პაციენტი, როგორც ვიცით, სოკოს მიღებისდან ნახევარ საათში გარდაიცვალა, ჩვენთან იმყოფება 2 პაციენტი, კრიტიკულ მდგომარეობაში, იმყოფებიან ფილტვების ხელოვნური ვენტილაციაზე და ესაჭიროებათ მედიკამენტოზური მხარდაჭერა” – განაცხადა დავით ჯანაშიამ.
ექიმის თქმით, უცნობია, რა სოკო მიიღეს მათ. მოწამლულები და გარდაცვლილიც ნათესავები იყვნენ.
მომხდარზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.