სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

29 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

ლენტეხში სოკოთი მოწამლული სამივე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ორი პაციენტი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაშია მოთავსებული.

ექიმ დავით ჯანაშიას ინფორმაციით, მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა შეიმჩნევა მცირე დადებითი დინამიკა.

ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ასევე მძიმეა რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტის მდგომარეობაც.

სამი მოქალაქე ქუთაისში ლენტეხის კლინიკიდან გადმოიყვანეს. ადგილობრივი ექიმის გიორგი ტურძელაძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მოქალაქემ სოკო დაკრიფა, მოამზადა და მეზობლები დაპატიჟა. ერთი ნახევარ საათში გარდაიცვალა, სამის ქუთაისში გადმოყვანა მოხდა.