ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქროს გახსნა იგეგმება

30 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონში შშმ პირებისთვის ეტლების მწარმოებელი საამქროს გახსნა იგეგმება

არასამთავრობო ორგანიზაცია “მოირგე” საქართველოში შშმ პირებისთვის განკუთვნილი ეტლების წარმოებას იწყებს. საწარმოსთვის ზესტაფონში, ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე უკვე შერჩეული და შეთანხმებულია ფართი, რომელიც ორგანიზაციას “ჯორჯიან მანგანეზმა” უსასყიდლოდ გამოუყო.

მათივე ინფორმაციით, საწარმო დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ შშმ პირებს მოემსახურება და მინიმუმ, სამი შშმ პირი დასაქმდება. მნიშვნელოვანია, რომ ეტლები საქართველოში დამზადდება და საჭიროების მქონე პირებზე ინდივიდუალურად იქნება მორგებული. კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” გარდა, პროექტს სხვა მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია” და საქართველოს ბანკის პროექტი “სიცოცხლის ხე”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საწარმოს გახსნისა და ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა დეტალი განიხილეს.