ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სპორტული და სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება

30 ივლისი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში სპორტული და სახელოვნებო სკოლების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება

ქუთაისში, 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას, რისთვისაც 1 300 000 ლარია გათვალისწინებული, – ამის შესახებ ქუთაისის მერმა, მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურულ-სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რისთვისაც 870 000 ლარი დაიხარჯება. საუბარია სახელოვნებო, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებზე.