ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

27 აპრილი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 105

ქუთაისში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს

,,ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, რადგან არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც მანქანის წართმევა, არც ხელბორკილების დადება და მითუმეტეს, განყოფილებაში წაყვანა, სადაც 45 წუთი

,,გუშინ, საკუთარი მანქანით მოვდიოდი აღმაშენებლის გამზირზე და ჩემი უყურადღებობით, ოდნავი შეხება მომივიდა წინა მანქანასთან. გაჩნდა იქვე პატრული, ამომიწერეს 250 ლარიანი ჯარიმა და მითხრეს, რომ პრობლემა არაფერი იყო. თუმცა, როგორც კი ჩემი სახელი და გვარი გაიგეს, გადაწყვიტეს, რომ ორივე მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ. მე კი მითხრეს, რომ დაპატიმრებული ვიყავი ადმინისტრაციული წესით და ხელბორკილებით განყოფილებაში წამიყვანეს“ – აცხადებს პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის ლიდერი გოგი წულაია.

პარტიის ლიდერი, მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და აღნიშნულ ფაქტს, მისი დაშინებისა და დაშანტაჟების მცდელობად აფასებს. ,,ეს იყო პოლიტიკური ზეწოლა, რადგან არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, არც მანქანის წართმევა, არც ხელბორკილების დადება და მითუმეტეს, განყოფილებაში წაყვანა, სადაც 45 წუთი მალოდინეს. ამ ხელისუფლების ხელში, პატრული გადაიქცა პოლიტიკური ანგარიშსწორების და დაშინების იარაღად,“ – აღნიშნა გოგი წულაიამ.

თეგები: დაკავებაპატრულიწულაია