ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

5 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით AIRBUS a 321 ტიპის თვითმფრინავით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ბორტზე მყოფი 221 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები – ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ.

კრაკოვი პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ძველი დედაქალაქია – რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის სამეცნირო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით 4 აგვისტოდან სრულდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი მიმართულებების დამატებაზე მუდმივად მუშაობს.