ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამოქალაქო აქტივისტის პროტესტი ქუთაისში

7 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

სამოქალაქო აქტივისტის პროტესტი ქუთაისში

ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გაბრიაძემ რუსეთის ოკუპაცია ერთ კაციანი აქციით და პერფომანსით გააპროტესტა.
გიორგი გაბრიაძემ ვასილ კიკვიძის ძეგლზე პლაკატი “ვასილ კიკვიძე: ბოლშევიკი, წითელ არმიელი, ანტიქართველი”და სტიკერი წარწერით “ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” მიამაგრა. მან ამ ქმედებით, ოკუპაცია გააპროტესტა.

“დღეს როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია არ უნდა არსებობდეს არანაირი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან. წლებია ძეგლის დემონტაჟს ვთხოვთ ხელისუფლება, მაგრამ ამაოდ”- აცხადებს გიორგი გაბრიაძე.