ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი: “ქუთაისი არის ნამდვილი ცენტრი საქართველოში”

30 აპრილი, 2012 • ხათუნა მაისურაძე • 18

მიხეილ სააკაშვილი: “ქუთაისი არის ნამდვილი ცენტრი საქართველოში”

„ჩემი იდეა იყო, რომ კოლხური ფიგურები მოგვეტანა მუზეუმიდან. მთელი მოედანი გამოდის წარმოუდგენლად ლამაზი. რას გავდა ეს ადგილი! ქალაქებს დავუბრუნეთ პირვანდელი იერსახე.

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედნაზე კოლხური შადრევანი დაათვალიერა. შადრევანი, რომელსაც სააკაშვილმა ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყებამდე #1 შადრევანი უწოდა, ოფიციალურად 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე გაიხსნება.

„ჩემი იდეა იყო, რომ კოლხური ფიგურები მოგვეტანა მუზეუმიდან. მთელი მოედანი გამოდის წარმოუდგენლად ლამაზი. რას გავდა ეს ადგილი! ქალაქებს დავუბრუნეთ პირვანდელი იერსახე. ეს არის ახალი ეპოქის მიერ შექმნილი ახალი ქალაქები. ქუთაისს ყოველთვის ქონდა შარმი და იყო ძალინ მაგარი ხალხი აქ. ეს არის ნამდვილი ცენტრი საქართველოში, გეოგრაფიული ადგილმდებარეობით,“ – განაცხდა მიხეილ სააკაშვილმა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილიშადრეავნიცენტრალური მოედანი