სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება

15 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები სრულდება

ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის მოასფალტება მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ახალი ასფალტის საფარის გარდა ასათიანის ქუჩაზე კაპიტალურად გაკეთდა სანიაღვრეები და ტროტუარები.

ასათიანის ქუჩაზე სამუშაოები 2015 წელს დაიწყო. შემსრულებელმა კომპანიამ სამუშაოები ნაწილობრივ შეასრულა.