ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

15 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება

ქუთაისში საგზაო სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება. დღეს, 23:00 სთ-ზე, რუსთაველის გამზირის გზის მარჯვენა ზოლზე, კიკვიძის ძეგლიდან, ბარათაშვილის კვეთამდე ავტომობილებით გადაადგილება შეწყდება. ავტომობილები მოძრაობას აღნიშნული მონაკვეთის მარცხენა ზოლზე ორმხრივად შეძლებენ, ხვალიდან კი მოძრაობა 16:00 სთ-ზე აღდგება. 16 აგვისტოს გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ბუხაიძის ქუჩაზე ყინულის მოედნიდან, მდინარე ოღასყურას ხიდამდე ავტომობილებით გადაადგილება შეწყდება. ქუჩის აღნიშნული ნაწილი, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე დაიკეტება.