სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თერჯოლაში ქრთამის აღებისათვის მერიის თანამშრომელი დააკავეს, დაკავებული არიან მოქალაქეებიც

17 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

თერჯოლაში ქრთამის აღებისათვის მერიის თანამშრომელი დააკავეს, დაკავებული არიან მოქალაქეებიც

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები – კახი კ. და გია მ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ, უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.