ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ ქუთაისიდან და თბილისიდან იფრენს

21 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ ქუთაისიდან და თბილისიდან იფრენს

ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებას ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.

ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს იტალიისა და საფრანგეთის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.

ipn.ge