ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რიკოთის გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობლობისათვის ჩინური კომპანია შეირჩა

21 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

რიკოთის გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობლობისათვის ჩინური კომპანია შეირჩა

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება. ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.

პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

მხოლოდ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში 5 000 – ზე მეტი ადამიანი დასაქმდება და დასაქმებულთა 80% საქართველოს ადგილობრივი მცხოვრები იქნება.

რაც შეეხება, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზაბის დეპარტამენტის ინფორმაციით, მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, სატენდერო წინადადებების გახსნა 22 აგვისტოს მოხდება.

აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გაიფიცნენ.

ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ