ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხანძრების რისკი იზრდება – საქართველოში ცხელი ამინდები იქნება

23 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

ხანძრების რისკი იზრდება – საქართველოში ცხელი ამინდები იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 23 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა +36, +38 გრადუსის ფარგლებში იქნება, ამის შესახებ სააგენტო მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს. რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება.

სააგენტოს განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის თაობაზე.