სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ტორპედოს” ეროვნული ლიგიდან გაგდება ემურება- ფანები პასუხს ზაალ ჩაჩავას თხოვენ

26 აგვისტო, 2019 • ნიუპრესი • 1

“ტორპედოს” ეროვნული ლიგიდან გაგდება ემურება- ფანები პასუხს ზაალ ჩაჩავას თხოვენ

ქუთაისის “ტორპედოს” ფან-კლუბი “We Are Torpedo ჩვენ ვართ ტორპედო” ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს. კლუბის გულშემატკივრები არსებულ მდგომარეობის შესახებ წერენ. მათი განცხადებით, კლუბს ლიგიდან გაგდება ემუქრება.

“თუ 31 აგვისტომდე “ტორპედოში” დავალიანება არ გასწორდება, კლუბს 6 ქულას ჩამოაჭრიან და ამის შემდეგ უკანასკნელ ვადას მისცემენ ჩაჩავას, 2 კვირას და თუ იმ 2 კვირაშიც არ გასწორდება დავალიანება, “ტორპედოს” ეროვნული ლიგიდან ოფიციალურად გააგდებენ.

ეს თუ მოხდ, ა ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება, ბევრი რამ გადავყლაპეთ, მოვისმინეთ უამრავი ტყუილი დაგვეშალა გუნდი, მოვიდნენ ახალი ფეხბურთელები და იმათაც 2 თვეა, კაპიკი არ აუღიათ”, – წერენ ფანები.

ისინი ჩაჩავას განცხადების გაკეთებისათვის 4 დღის ვადას აძლევენ, დახმარებისათვის კი ქუთაისის მერიას და ფეხბურთის ფედერაციას მოუწოდებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფანები უკიდურესი ზომებით იმუქრებიან. 31 აგვისტოს “ტორპედო” შეხვედრას “ვით ჯორჯიასთან” გამართავს. მატჩი წყალტუბოში გაიმართება.

თეგები: სპორტი