ქუთაისის მერია ავტოპარკის განახლებას გეგმავს, ქალაქის მერიისთვის მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილების შესყიდვის მიზნით 62 ათასი ლარის ღირებულების ელექტრონული NAT190017228 ტენდერი 30 აგვისტოს გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, „მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს მეორადი, 2 (ორი) ერთეული მაღალი გამავლობის (ჯიპი) ავტომობილის შესყიდვა.
წინადადებების მიღება 7-დან 9 სექტემბრის ჩათვლით მოხდება.
მომწოდებელმა ჯიპების შეძენა ხელშეკრულების დადებიდან 20 დღეში უნდა უზრუნველყოს.
ამავდროულად მერია ძველ ავტომობილს სახელმწიფოს უკან უბრუნებს. მერიის საკუთრებაში არსებული „TOYOTA PRADO“; სარეგისტრაციო ნომრით: „WW077OW“, გამოშვების წელი: 2008; სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის საკითხი ქალაქის საკრებულოს კომისიამ უკვა განიხილა, თუმცა გადაწყვეტილება საკრებულოს ჯერ არ მიუღია.