სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში სამი მაღაზია გაძარცვეს

1 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში სამი მაღაზია გაძარცვეს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელის „ფემილის“ სამი ობიექტი გაქურდეს. ერთი მაღაზია სულხან-საბას გამზირზე, ხოლო ორი ვაკისუბნის დასახლებაში მდებარეობს.

ამ დროისთვის ზარალის რაოდენობა დადგენილი არაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შეტყობინება მხოლოდ ერთი მაღაზიიდან შემოვიდა. უწყებაში ძარცვის ფაქტს ადასტურებენ. მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები სს კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.