საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციიით, 2-5 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +27, +32, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +23, +28 გრადუსი დაფიქსირდება.