ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში 30 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა

2 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში 30 წლის მამაკაცს დენმა დაარტყა

ქუთაისში მამაკაცს დენმა დარტყა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა თამარ მეფის ქუჩაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცს დენმა იმ დრო დაარტყა, როდესაც საოჯახო სასტუმროს ფასადზე აბრის გაკვრას ცდილობდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცმა სავარაუდოდ, დენი არ გათიშა და შიშველ სადენებთან ისე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.