ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

4 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სამტრედიის ნავთობბაზაზე ხანძარი გაჩნდა

სამტრედიის ტერიტორიაზე, ნაჩხატაურის უბანში ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ეს არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში და არსებობდა, მისი აფეთქების საშიშროება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან და სამეგრელოდან 14 სამაშველო ჯგუფი და 70 მეხანძრე მუშაობს.

ამ ეტაპზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარაა.

ხანძრის გამომწვევის მიზეზი ჯერჯერობით უცცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.