კვირა, 6 სექტემბერი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ძლიერმა ქარმა ქუთაისი და იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

9 სექტემბერი, 2019 • ირინა მაკარიძე • 25

ძლიერმა ქარმა ქუთაისი და იმერეთის მუნიციპალიტეტები დააზარალა

საგანგებო სამსახურში იმერეთიდან 13 შეტყობინება შევიდა.

ძლიერმა ქარმა ქუთაისსა და იმერეთის მუნიციპალიტეტებს ზიანი მიაყენა.

შსს საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის იმერეთიდან 13 შეტყობინება, აქედან 7 ქუთაისიდან, 6 კი მხარის მუნიციპალიტეტებიდან შევიდა.

“მიღებული შეტყობინებები ძლიერი ქარის გამო ხეების წაქცევის ფაქტებს უკავშირდება, ჩვენი სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილებზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ. დაშავებული არავინაა”, – განაცხადეს სამაშველო სამსახურის პრესსამსახურში.

იმერეთში დილიდან ძლიერი ქარი ქრის.

ფოტო: არქივი

თეგები: ქარი