ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისათვის 9 020 000 ლარი დაიხარჯება

10 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

იმერეთში საჯარო  სკოლების რეაბილიტაციისათვის  9 020 000 ლარი დაიხარჯება

იმერეთში 200 – მდე საჯარო სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, რისთვისაც 9 020 000 ლარი დაიხარჯება.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი მხარის რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი და სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობით, მაქსიმუმი კეთდება სასწავლო პროცესის შეუფერხებლად განახლებისთვის.

სკოლებში შენობების გადახურვები , ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები.

ახალი სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება.