ქუთაისში ილია ჭავჭავაძის პორტრეტული ბარელიეფისა და სადგარის რეაბილიტაციის მიზნით ქალაქის მერიამ ტენდერი NAT190016690 გამოაცახადა.
სამუშოებისათვის 24 186 ლარი იყო გათვალისწინებული. ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო, რომელთანაც ამჟამად ხელშეკრულების გაფორმენბა მიმდინარეობს.
შპს ჯორჯიან ტექნოგრუპი დაზიანებული ძეგლის აღდგენას 22 700 ლარად უზრუნველყოფს. კომპანიას სამუშაოები 2 თვეში უნდა ჩაატაროს.
კომპანია ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზეა რეგისტრირებული. ტენდერების მონიტორის თანახმად, მისი სამუშო გამოცდილება შენობების აღდგენის რამდენიმე ტენდერს მოიცავს.