ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა

12 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა

ქუთაისში მოზარდს დენმა დაარტყა. თვითმხილველების თქმით, ბავშვზე დენი ქუჩაში ჩამოვარდნილი მავთულიდან გადავიდა, ის ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დენის მავთული ძლიერმა ქარმა დააზიანა.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მოზარდი ამ დროისთვის სახლში იმყოფებდა და თავს კარგად გრძნობს.

თეგები: დენმა დაარტყა