ქუთაისში გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. დაკავებულია ერთი მამაკაცი. გრძელდება გამოძიება.
შეგახსენებთ, ხარებავას ქუჩაზე ქალს თავს დაესხნენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ქალს სახლში რამდენიმე მამაკაცი შეუვარდა.