სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

16 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მერმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა

დღეს ქუთაისის 38-ვე საჯარო სკოლაში სწავლის პროცესი შეუფერხებლად განახლდა.

ახალი სასწავლო წლის დაწყება ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოსწავლეებს მე-3 საჯარო სკოლიდან მიულოცა.

“გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ეს დღე გამორჩეულად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც სკოლის კარს პირველად შეაღებს. მინდა პირველკლასელებს მივულოცო განსაკუთრებით. განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლის გარანტია”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის დირექტორთან მაია ცქიტიშვილთან ერთად ასევე აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლას ეწვივნენ.

დღეს სწავლა განახლდა ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.