ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

20 სექტემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

უახლოეს დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 21-22 სექტემრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის დაკლება, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.

22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.