ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტყიბულში ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ელოდებიან

26 სექტემბერი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

ტყიბულში ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას ელოდებიან

ტყიბულში მეშახტეების საპროტესტო აქცია გრძელდება. მეშახტეები და მოქალაქეები მერიის მიმდებარედ არიან შეკრებილი. მოთხოვნები უცვლელია, ხელფასების დარიგება და შახტის ამუშავება.

ამ დროისთვის ტყიბულში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას ჩასვლას ელოდებიან. ის ტყიბულში სამთავრობო სხდომის შემდეგ გაემგზავრა.

მეშახტეები მინისტრს თეატრში შეხვდებიან, სადაც მოთხოვნებს გააცნობენ.

გაფიცულებს კვლავ უცხადებენ სოლიდარობას მოქალაქეები. მშობლების ნაწილმა ბავშვები სკოლებსა და ბაღებში არ გაუშვა.

მესამე დღეა 30-მდე მეშახტე შახტში რჩება.