ქუთაისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის მაშველები 30-მდე მისამართზე არიან გასულები.
“ამ დროისათვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 30-მდე შეტყობინებაა შესული, ძირითადად ქუჩების, სახლების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვის გამო. დაშავებული არავინაა. ყველა მისამართზე გასულია საგანგებო სიტუაციების მარტთვის სამსახურის მაშველები”, -განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა.
ქუთაისში მოსული ინტენსიური ნალექის შედეგად დატბორილია ქალაქის ქუჩები.
ფოტო:არქივი