ქუთაისის მერიაში სტიქიასთან ბრძოლის საგანგებო შტაბი შეიქმნა. საგანგებო შტაბს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ხელმძღვანელობს.მერიის ცხელ ხაზზე სტიქიასთან დაკავშირებით 60-ზე მეტი ზარი შევიდა.
ქუთაისის მერის თქმით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ჩვენ დღესვე ყველა ოჯახში მივალთ და ადგილზე გავერკვევით არსებულ სიტუაციაში, საბედნიეროდ სტიქიას უბედური შემთხვევა არ მოჰყოლია,” – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
უხვი ნალექი ქუთაისში რამდენიმე საათის წინ მოვიდა, რამაც ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.