ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წყალტუბოში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხა

1 ოქტომბერი, 2019 • ნესტან ჩაგელიშვილი • 1

წყალტუბოში დაღუპული დედა-შვილის ოჯახის წევრები პოლიციამ დაკითხა

წყალტუბოში სუიციდის ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 18 წლის ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება, მათ შორის ინტერენტთამაში “ლურჯი ვეშაპი” და ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება.

გარდაცვლილის ბიძის რომანოზ ფანცხავას ინფორმაციით, აპოლონ ფანცხავას ჩანთაში აბები აღმოაჩინეს, თუმცა განმარტავს, რომ მისთვის წამალდამიკიდებულება არ შეუმჩნევიათ, ამასთან აცხადებს, რომ მისი ძმისშვილი რთული ბავშვი იყო და მასთან კონტაქტი უჭირდათ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, გარდაცვლის კარგი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, რომელმაც შვილის სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

პოლიციამ უკვე ამოიღო გარდაცვლილის ტელეფონი და კომპიუტერი. გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ მისი ახლობლები. გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.