ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ნატალი პატარიძემ ქუთაისის მერის მრჩეველის პოსტი დატოვა

1 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ნატალი პატარიძემ ქუთაისის მერის მრჩეველის პოსტი დატოვა

ქუთაისის მერის მრჩეველის პოსტი ნატალი პატარიძემ დატოვა. მისი თქმით, წასვლა სამუშაო გეგმას უკავშირდება.

“რაღაც პროექტს ვიწყებ, რაც მეტ დროს მოითხოვს. ამიტომ უნდა გამეკეთებინა არჩევანი, რადგან ორივეგან ვერ შევძლებდი. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, სხვა არანაირი პრობლემა”, – განაცხადა ნატალი პატარიძემ, რომელიც ამავსროულაც ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრს ხელმძღვანელობს.

ის მერის მრჩევლად გასულ წელს დაინიშნა.

ამ დროისთვის ქალაქის მერს მხოლოდ ერთი მრჩეველი რჩება. ამ პოსტს ზურაბ ხურციძე იკავებს.

რამდენიმე თვის წინ მერის გადაწყვეტილებით მრჩეველთა ერთი შტატი გაუქმდა და ორი მრჩეველი დარჩა.