ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფის ვინაობა სინოდის სხდომაზე გაირკვევა

2 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფის ვინაობა სინოდის სხდომაზე გაირკვევა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე ოფიციალურად ამ დრომდე არ დასახელებულა, მოვალეობას რუსთავის მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი ასრულებს.

როგორც “ნიუპრესს” ეპარქიაში განუცხადეს, მეუფეს, სავარაუდოდ, სინოდის უახლოეს სხდომაზე დაასახელებენ.

მათი ინფორმაციით, სხდომა მოკლე ხანში გაიმართება.

უცნობია, მეუფის პოზიციაზე დარჩება თუ არა იოანე გამრეკელი.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფის პოზიცია ვაკანტური მეუფე კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ გახდა.

წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება.

თეგები: სინოდის სხდომა