ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ხარაგაულის საფინანსო სამსახურის საქმიანობა საკრებულოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მოიწონა

7 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ხარაგაულის საფინანსო სამსახურის საქმიანობა საკრებულოს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა მოიწონა

ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ გაწეეული საქმიანობის უარყოფითად შესასების მიზეზად საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს.

“ხარაგაულში ფინანსური კუთხით პრობლემებია. კომისიას გააჩნია დასაბუთებული შენიშვნები, რომელიც აღნიშნული სამსახურის მიერ ბევრ შემთხვევაში უგულებელყოფილია,”-განაცხადა სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ვარლამ ჭიპაშვილმა.

დეპუტატების განცხადებით, მერიამ 2018 და 2019 წლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სამშენებლო ორგანიზაციებს ავანსის სახით 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა უსარგებლოდ გადაურიცხა, აქედან მილიონ 127 ათასი ლარი მშენებელმა კომპანიებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, შეუსრულებელი სამუშაოების გამო უკან დაუბრუნეს.

კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს დადებითი შეფასება მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ ინგა მაღრაძემ მისცა. ხუთმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

თეგები: ხარაგაული