ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, დევნილთა კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მათივე თქმით, ცეცხლი ხის კონსტრუქციას გაუჩნდა და მეხანძრე-მაშველებმა ხანძარი დროულად ჩააქრეს.
ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.