სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულში დაფიქსირდა

15 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

4.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულში დაფიქსირდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 18:57 საათზე დაფიქსირდა.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ხარაგაულის რაიონში, სამხრეთ დასავლეთიდან სოფელ ხიდარში იყო. ბიძგები საგრძნობი იყო ქუთაისსა და თბილისშიც.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 4.5 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.