სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

იმერეთში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დააკავეს

17 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

იმერეთში ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ერთი პირი ამხილეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გავრცელებულ ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ იმერეთის რეგიონში, ერთ – ერთი კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, საქონლის გაყიდვის გაადვილების მიზნით, ავტომანქანისთვის განკუთვნილი დაბალი ხარისხის, არაბრენდირებული მაგნიტოფონების ნიშანდება SONY- ს სასაქონლო ნიშნით და სავაჭრო ობიექტზე მათი რეალიზაცია მოახდინა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 39 ერთეული კონტრაფაქციული ტექნიკა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.