წყალტუბოსა და სამტრედიაში წელს იუსტიციის სახლების მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, დაწესებულება წელს წყალტუბოსა და სამტრედიასტან ერთად ხაშურშიც აშენდება, რისთვისაც მთავრობის რეგიონული ფონდიდან 5 300 000 ათასი ლარი გამოიყო.
გარდა ამისა, იუსტიციის მინისტრის თქმით, დედოფლისწყაროში, ვანში, ასპინძაში, ნინოწმინდაში, ბაღდადსა და ჩოხატაურში საზოგადოებრივი ცენტრების ასაშენებლად ტენდერები გამოცხადდება.