ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზუგდიდში საუკეთესო მცხობელის ტიტული ზესტაფონელმა დიასახლისმა მიიღო

20 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ზუგდიდში  საუკეთესო მცხობელის ტიტული ზესტაფონელმა დიასახლისმა მიიღო

ზუგდიდში გამართულ ხაჭაპურის ფესტივალზე საუკეთესო მცხობელის ტიტული იმერული ხაჭაპურის გამოცხობისთვის ზესტაფონელმა დიასახლისმა ნელი ბოჭორიშვილმა მიიღო. როგორც გამარჯვებულმა განაცხადა, ის ჩვეულებრივი დიასახლისია და გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო. ხაჭაპურის ფესტივალი ზუგდიდში წელს პირველად გაიმართა. 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა სხვადასხვა სახეობის ხაჭაპური გამოაცხო. ჟიურიმ გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოავლინა. ნომინაციაში ვიზიტორთა რჩეული” საუკეთესოდ ქუთაისის საცხობის „ოკო“ ხაჭაპურის მიიჩნიეს. ფესტივალზე დაამზადეს რამდენიმე მეტრიანი ხაჭაპური და გებჟალიაც. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ტურიზმის განვითარების ფარგლებში, ფესტივალის მიზანი ქართული კერძის პოპულარიზაცია იყო. ფოტო:რადიო ათინათი