ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

28 ნოემბრის ჩათვლით ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის -„კუკუშკის“ მოძრაობა შეიზღუდება [R]

28 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

28 ნოემბრის ჩათვლით ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის -„კუკუშკის“  მოძრაობა შეიზღუდება [R]

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 28 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით, სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, საგარეუბნო მატარებლის („კუკუშკის“) მოძრაობა შეიზღუდება.

სარკინიგზო ხაზზე სამუშაოებს შპს „ჯიარ ბორჯომი-ბაკურიანი“ აწარმოებს და მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველყოფას.

საქართველოს რკინიგზა ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით : 591 191 041

თეგები: რეკლამა