ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ერგნეთში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს

29 ოქტომბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ერგნეთში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა საზღვრისპირა სოფელ ერგნეთში აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს, რითაც მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს.

მსახიობებმა პროექტის „ისწავლე თავისუფლება“ ფარგლებში, ერგნეთის ოკუპაციის მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, ერედვში, საზღვართან, საქართველოს დროშებით ხელში, კონსტიტუციის პრეამბულა თეატრალიზებულად წარმოადგინეს.

„ჩვენი სამოქალაქო ვალია ამ ადამიანების სევდას უფრო ხშირად გავუსწოროთ თვალი და უფრო ხშირად ვაღიაროთ, რომ ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. „რუსეთი ოკუპანტია“ – არ არის უბრალოდ მესიჯი. ის ჩემი ქვეყნის რეალური მდგომარეობაა,“ – განუცხადა რეზი ქაროსანიძემ.

ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობები აქციას „იკითხე კონსტიტუცია“, საზღვრისპირა სხვა სოფლებში, მოსახლეობასთან ერთად გეგმავენ.