ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გაზის სახიფათო დანადგარის დემონტაჟზე უარის შემთხვევაში კომპანია პოლიციას აცნობებს

1 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 2

გაზის სახიფათო დანადგარის დემონტაჟზე უარის შემთხვევაში კომპანია პოლიციას აცნობებს

ბუნებრივი აირის მომხმარებლებისთვის რეგულაციების ამოქმედება წლის ბოლომდე გადაიდო. ახალი რეგულაციის თანახმად, თუ ობიექტზე არსებული გაზ-დანადგარის ექსპლუატაცია დაუშვებელია და მომხმარებელი უარს აცხადებს დემონტაჟზე, გაზგამანაწილებელი კომპანია ვალდებული იქნება, პოლიციას აცნობოს.

ცვლილებების შესახებ მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ. რეგულაცია პირველი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო.

არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ პირებზე პირველ ეტაპზე გაფრთხილება იქნება, იურიდიული პირები პირველივე შემთხვევაზე დაჯარიმდებიან.