ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად დევნილების საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა

1 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სამტრედიაში ძლიერი წვიმის შედეგად დევნილების საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა

ძლიერი წვიმის შედეგად რესპუბლიკის ქ. N-86-ში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი კორპუსის სახურავი დაზიანდა. ინფორმაციას სამრტედიის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ადგილზე ვითარების შესასწავლად მუნიციპალიტეტის მერი, ვალერი ფოცხვერია იმყოფებოდა.

ვალერი ფოცხვერიამ შესაბამის სამსახურებს დაზიანების აღმოფხვრა მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში დაავალა.