სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სამტრედიაში წვიმის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დაიტბორა

2 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

სამტრედიაში წვიმის შედეგად საკარმიდამო ნაკვეთები და გზები დაიტბორა

სამტრედიაში, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში საკარმიდამო ნაკვეთები, სახნავ-სათესი მიწები და შიდა-სასოფლო გზები დაიტბორა. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ და აცხადებენ, რომ უხვმა ნალექმა მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდა სამტრედიის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელიც დაზარალებულებს დახმარებას დაჰპირდა. მერის თქმით, მიზეზს წარმოადგენს ყუმურის, გომის, შუახის და მასში შემავალი არხების მთიდან ჩამოსული ნაკადით ამოვსება. რამაც გამოიწვია დატბორვა. საჭიროა ყუმურისა და მასთან დამაკავშირებელი არხების გაწმენდა. მისივე ინფორმაციით, მოხდება შედეგების აღწერა და კომპლექსური ღონისძიებები გატარდება.