წყალტუბოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქვეითად მოსიარულე ქალს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ტარდება ექსპერტიზა.
გამოძიება სსსკ_ის 276_ე მუხლის მე_6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.