სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში მეუფე იოანე გამრეკელის საპატივცემულოდ ღონისძიება გაიმართა [PHOTO]

5 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ქუთაისში მეუფე იოანე გამრეკელის საპატივცემულოდ ღონისძიება გაიმართა [PHOTO]

ქუთაისში, სინოდის მიერ რამდენიმე დღის წინ ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგენილი, მიტროპოლიტ იოანე გამრეკელისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა – ინფორმაციას და ფოტოებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მეუფეს საპატივცემულოდ საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა საგალობლები შეასრულეს და რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურული ნაწარმოებებიდან ამონარიდები წარმოადგინეს.

ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, სასულიერო პირები და იმერეთის რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.