სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონელმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

8 ნოემბერი, 2019 • ნიუპრესი • 1

ზესტაფონელმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზესტაფონელმა სამბისტმა მინდია ლილუაშვილმა კორეაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა-

სპორტსმენს და მის გულშემატკივრებს წარმატებას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე ულოცავს.

“მინდია ლილუაშვილი ასევე ზესტაფონიდან ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც ევროპის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის პრიზიორი გახდა, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ვუსურვებთ მას კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს და წინსვლას სპორტულ კარიერაში!”-წერს ზვიად შალამბერიძე

საქართველოს სამბისტთა ნაკრები სეულში მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს, რომელიც 7-დან 11 ნოემბრამდე გრძელდება.

მინდია ლილუაშვილი 68 კგ წონით კატეგორიაში მონაწილეობს.

თეგები: სპორტი