ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მოქალაქეთა მიერ შერჩეული სამი პროექტი, რომელიც 2020 წელს ქუთაისში განხორციელდება

9 ნოემბერი, 2019 • ირინა მაკარიძე • 1

მოქალაქეთა მიერ შერჩეული სამი პროექტი, რომელიც 2020 წელს ქუთაისში განხორციელდება

ქუთაისის მერიისათვის მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან სამი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge-ზე 8 ნოემბერს დასრულდა.

მერიის პირობის თანახმად, გამარჯვებულ პროექტებს ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი დააფინანსებს.

გამარჯვებული პროექტებია:

N65 – ხელოვნების პლენერი “ქუთაისი 2020“ – ივანე გოშხეთელიანის პროექტი,
N64 – მდინარე წყალწითელას სანაპიროს მოწესრიგება. პროექტის ავტორი გაგა ამბროლაძეა.
N30 – მიწისქვეშა გადასასვლელის ( ჭავჭავაძის, ნიკეას და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთა) მოწესრიგება და იქ „ანდეგრაუნდ“ საგამოფენო -გასართობი სივრცის შექმნა. პროექტის ავტორია მაგდა ფურცხვანიძე.

ქუთაისის მერიის მრჩეველთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პროექტებს შორის წარმოდგენილი საკითხები ქუთაისის იერ-სახესა და მის ტურისტულ მიმზიდვბელობას უკავშირდება.